ეკიპაჟის წევრის სიმთვრალეზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შემოდის

ეკიპაჟის წევრის სიმთვრალეზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შემოდის.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, თუ აქამდე ეკიპაჟის წევრების სიმთვრალეზე შემოწმების უფლება ავიაკომპანიებს ჰქონდათ, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახლა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი დამატებით განახორციელებს.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები უზრუნველყოფენ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით. საინსპექციო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდნენ ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვონ საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმონ ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები და ტექნიკური მოწყობილობები.

საქართველოს საჰაერო კოდექსში ინიცირებული ცვლილება, ითვალისწინებს ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას სააგენტოს იმ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ უშუალოდ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას და როგორც საჰაერო ხომალდის, ისე მისი ეკიპაჟის წევრების ინსპექტირებას.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის, ისე მომსახურე ეკიპაჟის წევრები ექვემდებარებიან სავალდებულო სამედიცინო სერტიფიცირებას, რაც ითვალისწინებს აუცილებელ გამოკვლევებს, სამედიცინო შემოწმებას და ვარგისობის შეფასებას. პროცესზე ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.

საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, საჰაერო ხომალდის ბაქანზე ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმებას უზრუნველყოფს მხოლოდ ავიაგადამზიდველი. საავიაციო უწყების მიერ აღნიშნული შემოწმების ჩატარება ახლადდანერგილი პრაქტიკაა ევროკავშირში. საქართველოს მიერ, შემოწმების აღნიშნული მექანიზმის დანერგვის მიზანია ფრენის უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესება და ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეული მენტალური ან ქცევითი მოშლილობის დამატებითი პრევენცია, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეკიპაჟის წევრების მიერ საჰაერო ხომალდის მართვისა და მომსახურების ფარგლებში განსაზღვრული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.

ზემოთ დასახელებულ მიზნების მიღწევასთან ერთად, ცვლილების დანერგვა, ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საავიაციო სტანდარტებთან დაახლოებას, რასაც სააგენტო ეტაპობრივად უზრუნველყოფს ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ფარგლებში.

საჰაერო კოდექსში ინიციირებული ცვლილებების პროექტის განხილვა და მიღება ხდება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლით“,- აღნიშნავენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა