ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E70) შემადგენელი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, 3 კმ-იან მონაკვეთზე კი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

მინისტრის თქმით, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თუმცა, არის გამოწვევები 3 კმ-იან მონაკვეთზე, რის გამოც კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს მოეთხოვათ შესაბამისი მობილიზაციისა და რესურსების გაზრდა.

„გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, გეგმა, რომელიც მათ გააჩნიათ გულისხმობს, აღნიშნული მონაკვეთის წელს დასრულებას. შედეგად კი მინისტრის თქმით, სამტრედია- გრიგოლეთი პირდაპირ დაუკავშირდება ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულის სეზონისთვის, ისე მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რათა უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მოხდეს დასავლეთ საქართველოში მაგისტრალური გზებით გადაადგილება.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში