დავით მათიკაშვილი - ბაქაქური და გასიტაშვილი არიან ის მოსამართლეები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ - როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ „ენჯეოებს“, „ნაცმოძრაობას“ და მათ უკან მდგომ ძალებს საპასუხო მადლობით უპასუხონ

როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უპასუხონ ამ მოსამართლეებმა „ენჯეო“ სექტორის ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ასევე “ნაცმოძრაობის” უკან მდგარ შესაბამის ძალებს - უხერხულია, როდესაც მოსამართლეები საუბრობენ, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება უნდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომელიც ე.წ. "ვეტინგთან" დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს.

მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეების პოზიციით აშკარაა, რომ მათ საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი.

“ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს მოსამართლეები არიან ის ადამიანები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საკმაოდ დიდ ფსონს დებდნენ. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უნდა უპასუხონ ამ მოსამართლეებმაც “ენჯეო” სექტორის ამ ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ასევე “ნაცმოძრაობის” უკან მდგარ შესაბამის ძალებს.

ძალიან უხერხულია, როდესაც მოსამართლეები საუბრობენ, რომ მათ საერთოდ კეთილსინდისიერების შემოწმება უნდათ. აშკარაა საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი და არც თუ უსაფუძვლოდ, თუ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარს შევხედავთ.

ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეების მხრიდან ციხიდან გათავისუფლდნენ - გამაუპატიურებლები და სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ასევე, იყო კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ გადადგმული ლოიალური და რბილი ნაბიჯები ამ მოსამართლეების მხრიდან, თუნდაც მათი ციხიდან გათავისუფლების კუთხით.

კარგია, რომ კლანზე საუბრობენ, რადგან კლანის ძალიან აშკარა და რეალური ფორმატი და სახე არის სწორედ ეს მოსამართლეები. ამ კლანს წლებია ადგენს და ასისტემებს “ენჯეო” სექტორის კონკრეტული ნაწილი საქართველოში და მათ მხარს უჭერენ კონკრეტული ძალები “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პატრონების სახით, ვისაც საქართველოში ჯანმრთელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არ სჭირდება. სჭირდება სასამართლო სისტემა, როგორც ერთ დროს - 2003-2005 წლებში ზურაბ ადეიშვილმა ფეხქვეშ მოიგდო, მოაწყო ვითომ წმენდა და შემდეგ ეს სისტემა პროკურატურის დანამატად განამწესა საქართველოში. იგივე უნდათ დღეს გააკეთონ, რისი გაკეთების საშუალება ცხადია ქართულ სუვერენულ სახელმწიფოში არავის მიეცემა”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ უზენაესი სასამართლოს პოზიციას ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ იზიარებს. მანამდე, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას".

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა