ბექა ლილუაშვილი - გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი: საზოგადოებას აჩვენოს, რომ არის კლასიკურ „ნაცებზე“ უფრო უკეთესი „ნაცი“ - შეუძლებელია საზოგადოება დააჯერო, რომ „ნაცებს“ გაემიჯნა

გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი - საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არის კლასიკურ „ნაცებზე" უფრო უკეთესი „ნაცი“ - რა თქმა უნდა, შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგმა საზოგადოებას დააჯეროს, რომ ამ პარტიას გაემიჯნა - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მელიასა და გვარამიას გაერთიანებით კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში ახალი სუბიექტი გაჩნდა და ამით, მისი პარტიისთვის არაფერი შეცვლილა.

როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, პარტიის "საქართველოსთვის" მიზანია, რომ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50% ვერ გადალახონ.

"ჩვენ მივდივართ არჩევნებზე ჩვენი პარტიული ნომრით, არ ვერთიანდებით არც ერთ სხვა პარტიასთან და ვძლიერდებით. რაც შეეხება ორი ნიკას პარტიას - საიდან უნდა გაემიჯნონ? ერთი არის იდეოლოგი და ფუძემდებელი "ნაციონალური მოძრაობის" და მეორე არის ყველაზე რადიკალური ქმედებების მონაწილე. ჩვენთვის არც არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ახალი სუბიექტი გაჩნდა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში.

გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი - აჩვენოს, ყოველ შემთხვევაში ეცადოს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არის კლასიკურ "ნაცებზე" უფრო უკეთესი "ნაცი". ეს არის მისი ერთადერთი მიზანი და მოტივაცია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგმა ეს საზოგადოებას დააჯეროს. ამ თვალსაზრისით რაც უფრო მეტად ეცდებიან ამ ილუზიის შექმნას, მით უფრო მეტად მოგვეხმარებიან ჩვენი ამოცანის მიღწევაში, რომ 50% ვერ გადალახოს ვერც ერთმა," - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს