ანრი ოხანაშვილი - ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა - ჩვენს გუნდს გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ამიტომ, ჩვენს გუნდს გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაღრმავება.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ, ჩვენს გუნდს პრიორიტეტულად გაცხადებული აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა ქვეყანასთან. ასევე, ჩვენი ამოცანაა, ლიხტენშტაინთან გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტში. ლიხტენშტაინთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მოლაპარაკების საგანი იყოს კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, რომლებიც შესაძლებელია, განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარების გამოცდილების თვალსაზრისით, იყოს დისკუსია და კონკრეტული ხედვები გაგვიზიარონ, თუ რა შეიძლება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს