ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ გვჭირდება, დასავლეთის ძლიერი ლიდერობა, რომელიც მკვეთრ და გაბედულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმში, რომელიც წელს პირველად ტარდება.

მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო პანელში - „ევროპის ახალი საზღვრები“, სადაც მან რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოების პოლიტიკასა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე 15 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბუქარესტის სამიტზე, ჩვენ და უკრაინას მოგვცეს დაპირება, რომ გავხდებოდით ნატო-ს წევრები. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელსაც მოიაზრებდა ნატო-ში წევრობა და მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველო სრულიად თავსებადია ნატო-ში გაწევრიანების სტანდარტებთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი წევრობისთვის საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის საშუალებით საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას, ალიანსის წევრები უფრო თამამი უნდა იყვნენ. ჩვენ გვჭირდება, დასავლეთის ძლიერი ლიდერობა, რომელიც მკვეთრ და გაბედულ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმი პირველად ტარდება საფრანგეთში. მასში მონაწილეობენ ევროპის ქვეყნებიდან გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები. აღნიშნული ფორუმს ორგანიზებას უწევს საფრანგეთის პარლამენტი, თავდაცვის სამინისტრო და შუმანის ფონდი.

„პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმი არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელიც აერთიანებს სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტებს და ოფიციალურ პირებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელზე - ევროპის ახალი საზღვრები, სადაც საუბარი იყო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და შესაბამისად, მასში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ ფრანგმა ორგანიზატორებმა საგანგებო მომხსენებლად მოგვიწვიეს ამ ფორუმზე და გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი ხედვები გავუზიაროთ საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ