თორნიკე რიჟვაძე - ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს

ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე, პარტია „ახალი“-ს შესახებ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც.

„სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან. ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, რომ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც, საქმე გაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება. ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, სხვათა შორის, პარტიული ნომერიც სხვისგან ითხოვეს, მათ წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ყველა კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება