იაგო ხვიჩია ე.წ. ვეტინგზე - მხარს არ ვუჭერთ და გაკვირვებულები ვართ, როგორ შეიძლება ოპოზიცია ასეთ სულელურ იდეაზე საუბრობდეს - ვითხოვთ არჩევითი მოსამართლეების შემოღებას და ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოებას

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. ვეტინგის იდეას სულელურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ცენტრალიზებული სასამართლოს სისტემის შექმნის ერთ-ერთი მცდელობა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, იმისთვის, რომ სასამართლოს არსებული სისტემა დაიშალოს, „გირჩი” არჩევითი მოსამართლეების შემოღებას ითხოვს.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი იყოს, პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ სასამართლოში ხელების ფათურს და ეს საქმე, მოსამართლეების დაკომპლექტება მივანდოთ ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ არჩევითი მოსამართლეების შემოღებას ყველა დონეზე და ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოებას. ეს გზა მიგვაჩნია იმისთვის, რომ არსებული საბჭოთა სისტემა - სასამართლო დაიშალოს და მივიღოთ არა ვერტიკალური, არამედ, დეცენტრალიზებული მართლმსაჯულების სისტემა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შემოტანილ “ვეტინგის” სისტემის ამბავს, ჩემი აზრით, ეს ცენტრალიზებული სასამართლოს სისტემის შექმნის ერთ-ერთი მცდელობაა, როგორც საქართველოში სულ იყო. მოგეხსენებათ რეფორმების მე-5 ტალღაზე ვართ და ეს იქნება მე-6 ტალღა, რის შედეგადაც, მივიღებთ მურუსიძეს ან კარგ შემთხვევაში, ახალ მურუსიძეს. ამიტომ ამას მხარს არ ვუჭერთ და გაკვირვებულები ვართ, როგორ შეიძლება ოპოზიცია ასეთ სულელურ იდეაზე საუბრობდეს და ამას მხარს უჭერდნენ “ენჯეოშნიკები” და საერთაშორისო საზოგადოება და ფიქრობდნენ, რომ ამით შესაძლოა, “ქართულ ოცნებას” მოუგო სასამართლო თემაზე დისკუსია”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ