„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა. ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.

„აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და ქონების მართვის სამსახურებზე. წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა მოგვეწოდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 18 ერთეული სპეცმანქანის შეძენისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტიდან 3 405 949 ლარი გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია