შალვა პაპუაშვილი - ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მას აინტერესებდა, როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას გამოწვევების ფონზე

ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიშთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელიც ევროპაში არსებობს, განსაკუთრებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ეს რთული უსაფრთხოების მდგომარეობაა, თუმცა ქვეყნისთვის ეს ახალი არ არის.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, როგორც იშვიათი ქვეყანა, რომელიც, ერთი მხრივ, ნაწილია უკრაინიდან მხარდამჭერი ალიანსის და მეორე მხრივ, ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არც ნატო-ს ქოლგით არის დაცული და არც ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგით. არის რუსეთის პირდაპირი მოსაზღვრე ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს. მასაც აინტერესებდა, განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას, ეკონომიკის წინსვლას. ლიხტენშტაინი დაინტერესებული იყო ამ გამოცდილებით. ვისაუბრეთ, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ მართალია, საქართველოსთვის ეს რთული უსაფრთხოების მდგომარეობაა, თუმცა ქვეყნისთვის ეს არ არის ახალი, მომდინარე საფრთხეები. ზოგადად, რეგიონში არსებული რთული მდგომარეობა იმ კონტექსტშია, რაშიც საქართველო ათწლეულებია ცხოვრობს და ცდილობს, ამ გარემოში ისე იმოძრაოს, რომ საკუთარი უსაფრთხოება შეინარჩუნოს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უნიკალურ მდგომარეობაშია კომპლექსური გამოწვევების თვალსაზრისით, განსაკუთრებული თანადგომა, გაგება და ემპათია აქვთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მიმართ. მათგან მოვისმინეთ, როგორ უმკლავდებიან უსაფრთხოების გამოწვევებს. ლიხტენშტაინი ერთ-ერთი ფინანსური ცენტრია, რომელსაც გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით ახალი გადაწყობა მოუწია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება