თეონა აქუბარდია - არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, რადგან რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო - პასუხი უნდა იყოს კითხვაზე: ჰქონდა თუ არა ხიდაშელს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე

არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, იმიტომ, რომ რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო - დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობაში ხომ არ ჰყავთ დავით ხიდაშელი და რა წვდომა ჰქონდა, მათ შორის არასაიდუმლო, თუმცა შეზღუდული სარგებლობისთვის ინფორმაციაზე, ამაზე უნდა იყოს პასუხი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.

აქუბარდია აპირებს აღნიშნულ თემაზე არსებული კითხვებით, სამინისტროს სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს.

“არ არის სარწმუნო განცხადება, რომ მინისტრის დანიშვნიდან გამომდინარე მოხდა დავით ხიდაშელის გათავისუფლება, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ არსებობდა, ასევე, ბატონი ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდი და გადაინიშნა ეს კაცი. გვახსოვს დავით ხიდაშელისთვის ლიცენზიის გაუქმება რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. ანუ გარკვეულწილად აღარაა “ფავორში”, ასე საჯარო ფორმით ივანიშვილთან, რომელიც ამბობდა, რომ ერთადერთი კაცია, რომლის ვალსაც ვერასდროს გადაიხდის. შესაბამისად, მაშინ, როდესაც დავით ხიდაშელი საუბრობდა გია ვოლსკისთან, მათ შორის კონფედერაციის მოწყობის იდეაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით; სავაჭრო ურთიერთობებზე. საინტერესოა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს სამინისტროდან თებერვალში, ამის შემდეგ დაიწყო ამაზე ფიქრი და მოლაპარაკება აფხაზ სეპარატისტებთან, თუ მანამდეც ჰქონდა ამ ყველაფერს ადგილი? მოცემულობაში არასარწმუნოა, რომ ამ კაცს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, იმიტომ, რომ რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო, მით უფრო იმ კაცისგან, რომლის ვალიდანაც ვერ ამოვიდოდა ივანიშვილი. რუკები წინასაარჩევნოდ ჩამოუტანა იმისთვის, რომ მთელი ეს მანიპულაცია - “გარეჯი საქართველოა” მოეხდინათ. რა საჭირო იყო მრჩევლის პოზიცია და მისი გაფორმება სამინისტროში, თუ მხოლოდ და მხოლოდ რჩევები უნდა მოესმინათ და არ იღებდა ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შესახებ. ვაგზავნი სადეპუტატო კითხვას მთავრობის ბოლო დადგენილების შესახებ - ამ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობაში ხომ არ ჰყავთ დავით ხიდაშელი და რა წვდომა ჰქონდა, მათ შორის არასაიდუმლო, თუმცა შეზღუდული სარგებლობისთვის ინფორმაციაზე, რომელიც არ არის აუცილებელი გრიფით იყოს დაფარული.

ამ საკითხებზე უნდა იყოს პასუხი და იმაზე, რომ ეს კაცი, რომელიც რუსულ სამხედრო კომპანიასთან სისტემასთან არის აფილირებული, მოცემულობაში რუსეთი რომ საქართველოს მტერია და არა მეგობარი, ეს გასაგებია და თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და არა რუსი ბიზნესმენების დასაქმებით იყოს დაკავებული - ამ მოცემულობაში რა იმხელა ფასი ჰქონდა ამ კაცის დასაქმებას, ამაზე პასუხი არ ყოფილა”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე