ვახტანგ მეგრელიშვილი მაია ბითაძეს - „შინაურ, ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს საფუძვლად, ისევე როგორც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას

„შინაურ, ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს საფუძვლად, ისევე როგორც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას, - ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ეს არის ბოროტი კანონი“.

„თქვენ ამ კანონპროექტით სინამდვილეში სპეციფიკურად ბეგრავთ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები უყვართ, ძაღლები მათი საკუთრებაა. თქვენ იჭრებით ადამიანების საკუთრების უფლებაში. „დაჩიპვა“ რომ წარმოიდგინოთ... პრობლემა, რომელზეც თქვენ აპელირებთ, იმის გამოა შექმნილი, რომ საჯარო სივრცეში, საჯარო სივრცის მეპატრონე, მერია იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ვერ ახერხებს საკუთრების მიხედვას; იმის გამო, რომ თქვენ, სახელმწიფო ვერ ახერხებთ საკუთრებაში წესრიგის დამყარებას. ამის გამო უვარდებით ადამიანებს სახლში, ფიზიკურად, დანომვრა გინდათ. გინდათ, რომ რეესტრი გააკეთოთ, რათა შემდეგ ნებისმიერი ადამიანი დასაჯოთ. აკრძალვები, რომელიც ეხება ძაღლებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, უბრალოდ უაზრობაა საზოგადოებაში, რომელიც ძროხის ხორცს ბიფშტექსად მივირთმევთ. ამაშია იდეოლოგიური განსხვავება. პოლიტიკური პოზიცია ჩვენ ძალიან განსხვავებული გვაქვს. მივიჩნევთ, რომ ეს არის ბოროტი კანონი. თქვენ, რომ ეძახით გლობალისტებს, იგივე იდეოლოგია უდევს საფუძვლად ამ კანონს - ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს ამ კანონს, რაც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას. რომ იცოდეთ, ეს ერთი და იგივეა. თქვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ბრძანდებით, ამ კანონის გატანითაც და მისი ინიცირებითაც, ვისაც თქვენ ებრძვით“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო