ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, როცა მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აყვები - როცა მოსამართლე მედეგობას ვერ აბარებს, ეს ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია და დიდი რისკი არსებობს

მოსამართლეობის ყველა კანდიდატი იქნება პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოში, თუ უზენაეს სასამართლოში, რა თქმა უნდა, სანამ კანდიდატი გახდება, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებას ექვემდებარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ცალკეული მოსამართლეები ხომ არ პოზიციონირებენ მიზანმიმართულად, თუ ეს ასეა, მაშინ ისინი მოსამართლეობის ნაცვლად თავს წარმოადგენენ, როგორც კონკრეტული NGO-ს წარმომადგენლები.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე ეს მოსამართლეები კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასდნენ, კონკრეტული იმ კონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. საკითხის ისე დაყენება, რომ მოსამართლეების შეფასება კიდევ უნდა მოხდეს, ეჭვებს ბადებს - რას ემსახურება, ამ კრიტერიუმებით ერთხელ უკვე შემოწმებული მოსამართლეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პირების თუ ექსპერტების მხრიდან შეფასება, რა არის ამის საფუძველ?! ამის საფუძველს ვერ ასახელებენ. ალბანეთის მაგალითზე საფუძვლად სისტემური კორუფციის პრობლემა დაასახელეს, რაც ვერც ერთ შემთხვევაში საქართველოში ანალოგად ვერ იქნება გამოყენებული, რადგან საქართველო მექრთამეობის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპაში საუკეთესო ათეულშია,” - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, როცა მოსამართლე მედეგობას ვერ აბარებს, ეს ფაქტი დამაფიქრებელია.

„რაც შეეხება ცალკეულ მოსამართლეთა განცხადებებს, რომ ისინი ავლენენ, რომ არიან ძალიან გაბედულები და თითქოს რაღაც შეფასებას არ უშინდებიან, ვფიქრობ, რომ ბულინგმა და ზეწოლამ, რაც მდიდარმა - NGO-ებმა და ოპოზიციურმა რადიკალურმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომ მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ, შედეგი გამოიღო - ცალკეულმა მოსამართლემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და მათ ჰგონიათ, რომ ამ დამოკიდებულებით რაღაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როცა გამოვიდნენ და ამბობენ, თურმე, რა პრობლემა შემოწმება. მოსამართლეს სავალდებულო წესით მედეგობა უნდა ახასიათებდეს, რომ არ დაექვემდებაროს და არ დაემორჩილოს მარტივად თავს მოხვეულ აზრს, მათ მედეგობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ძალიან სამწუხაროა, როცა მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აყვები და არ იხელმძღვანელებ კონსტიტუციით გარანტირებული იმ უფლებით, რომელიც მისთვის უზრუნველყოფილია. როცა მოსამართლე მედეგობას ვერ აბარებს, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია და დიდი რისკი არსებობს კონკრეტულ გახმაურებულ საქმეზე თუ სხვა საკითხზე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება და დადგება არა კანონისა და სიმართლის მხარეს, არამედ თავს დაუხრის კონკრეტულ ინტერესებს და ამით თავდაყირა დააყენებს ჭეშმარიტების დადგენის იდეას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება საკითხს, ცალკეული მოსამართლეები ხომ არ პოზიციონირებენ მიზანმიმართულად - თუ ეს ასეა, რაც გამორიცხული არ არის, მაშინ გამოდის, რომ ისინი მოსამართლეობის ნაცვლად თავს წარმოადგენენ, როგორც კონკრეტული NGO-ს წარმომადგენლები და მათი ინტერესების გამხმოვანებლები. ესეც მეორე უკიდურესობაა და უმძიმესი რამეა, როცა მოსამართლე ექვემდებარება არა კონსტიტუციას, არამედ ცალკეულ მდიდარ ენჯეოებს,” - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს