თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის

ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობას.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბერი არის უდიდესი შესაძლებლობა „ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური პროდასავლური პარტიათა ერთობით“.

„ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, თუმცა ერთეულ თანამდებობაზე ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილება მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. 26 ოქტომბერი უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური, პროდასავლური პარტიათა ერთობით, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით შეიყვანს ევროკავშირში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს