ილია დარჩიაშვილი პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტზე - როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს

ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის, საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებაზე გაკეთდა.

„ამ შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, დღეს არსებულ გარემოში, იყოს კიდევ უფრო ეფექტური იმისათვის, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება