ბექა ოდიშარია - მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება, ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია - ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში, მაგრამ მივცეთ კათარზისის საშუალება

მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება, მისი დამატებების ან გაგრძელებების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, მათმა კომენტარებმა და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებამ სალომე ზურაბიშვილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა საკუთარი პოსტი.

„ვფიქრობ, ჩვენმა კომენტარებმა და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებამ სალომე ზურაბიშვილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა საკუთარი „პოსტი“. მან ჩაამატა ორი ჯადოსნური ასო: „ე.წ.“, რითაც მან მოახერხა, რომ „გაეთეთრებინა“ ის ძალიან ცუდი ლაქა, რომელიც მან უეცრად შექმნა დილით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება ან მისი დამატებების ან გაგრძელებების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია. ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში, მაგრამ მივცეთ კათარზისის საშუალება, რადგან მან საზოგადოებრივი და პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ აღშფოთების ფონზე ნამდვილად მოახერხა და გამოასწორა თავის პოსტი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა, როგორც „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე