თბილისში აქცია “ელიავას ბაღის დასაბრუნებლად” გაიმართა

“ელიავას ბაღის დასაბრუნებლად” - ამ სახელწოდებით მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ორგანიზებით, თბილისში, ე.წ. “ელიავას ბაზრობის” მიმდებარედ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ე.წ. “ელიავას ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული რეკრეციალური ზონა, რომელიც კერძო მფლობელის საკუთრებაა, მერიამ გამოისყიდოს.

გარდა ამისა, მათ ადგილზე ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც თბილისის მერიაში უახლოეს დღებში შეიტანენ. ისინი აღნიშნული ხელმოწერებით ითხოვენ, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნას და ტერიტორიას პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, კერძოდ, არსებული სივრცის გამოსყიდვა მოხდეს და რეკრეაციული პარკი მოეწყოს.

“ეს სივრცე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს. ეს ავტომობილების საპარგინგე სივრცე გახადეს. ე.წ. “ელივას ბაზრობის” ტერიტორია უკან არის, ეს არ არის “ელიავას” ბაზრობის ტერიტორია და აქ არ არის სავაჭრო სივრცე, ეს არის უბრალოდ რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე, რომელიც უნდათ, რომ ნელ-ნელა აითვისონ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ქალაქ თბილისის მერიამ გამოისყიდოს, ეს კონკრეტული სივრცე, ქალაქს დაუბრუნდეს და რეკრეაციული პარკი გაკეთდეს. ასევე, უბანში არის სხვადასხვა პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც მოსაწესრიგებელია. ამდენი წლის განმავლობაში შესაბამისი სამსახურების მხრიდან არავითარი რეაგირება არ ხდება.

თბილისის მერიასთან კომუნიკაცია გვინდა, ვისაც ევალება, რომ ქალაქში არსებული პრობლემები იდენტიფიცირება, მოგვარება მოახდინოს. ასევე, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და სივრცე გამოისყიდოს”, - განაცხადა მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელმა, გიორგი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება