ბენიამინ ნეთანიაჰუ - მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს: ასე ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაივიწყეთ 7 ოქტომბერი?

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მოკავშირეებს ხანმოკლე მეხსიერება აქვთ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით და ისრაელი გააგრძელებს შეტევას ღაზაზე, მათ შორის ქალაქ რაფაჰში, მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად.

„მივმართავ ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო საზოგადოებაში: ასე ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაივიწყეთ 7 ოქტომბერი, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა? ასე სწრაფად ხართ მზად, უარყოთ ისრაელის უფლება დაიცვას თავი „ჰამასის“ ურჩხულებისგან?“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, პალესტინის მებრძოლთა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი და დაახლოებით 240 მძევალი პალესტინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია ამზადებს ოპერატიულ საკითხებს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაჰიდან. ისრაელის პრემიერის ოფისმა თებერვალში განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა შეემუშავებინათ გეგმა რაფაჰში განლაგებული ოთხი ბატალიონის განადგურების მიზნით. ისრაელს პარტნიორები აფრთხილებენ, რომ რაფაჰზე თავდასხმა გამოიწვევს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში და გააუარესებს ისედაც მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს ღაზაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!