ნინო წილოსანი - პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებს“ მხოლოდ ფორმალურად ჰქვია „მოტივირებული“ - ის ვეტოს დამდების შესახებ უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე თავად შენიშვნის შინაარსზე

პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებს“ მხოლოდ ფორმალურად ჰქვია მოტივირებული - ეს ვეტო ემსახურება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ანტისახელისუფლებო და ანტიეროვნულ კამპანიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო შეაფასა.

მისივე თქმით, "ვეტოს დამდების შესახებ უფრო მეტს მეტყველებს ეს შენიშვნები, ვიდრე თავად შენიშვნის შინაარსზე".

როგორც წილოსანი აღნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის ლეგიტიმაცია გააჩნია.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტის წარმოდგენილ ვეტოს, მოტივირებულ შენიშვნებს მხოლოდ ფორმალურად ჰქვია მოტივირებული, რადგან მისი ერთადერთი მოტივაცია არის, რომ ხელი შეუშალოს ზოგადად, საარჩევნო კომისიის გამართულად ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ვეტოს დამდების შესახებ უფრო მეტს მეტყველებს ეს შენიშვნები, ვიდრე თავად შენიშვნის შინაარსზე. პარლამენტს, ამ შემთხვევაში, უმრავლესობას აქვს ლეგიტიმაცია, რომ დაძლიოს ვეტო, რომელიც არაფერს ემსახურება და ემსახურება მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ანტისახელისუფლებო და ანტიეროვნულ კამპანიას, რომ დაგმოს და უარყოს ყველაფერი ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული," - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას დღეს იწყებს.

სალომე ზურაბიშვილის "მოტივირებულ შენიშვნებზე" დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს