ბექა ლილუაშვილი - ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ იქვემდებარებს ცესკოს პარტიულად - ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი

ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ იქვემდებარებს ცესკოს პარტიულად. რაში სჭირდება ძალას, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში და ამბობს, რომ თურმე აქვს კონსტიტუციური მხარდაჭერა, დაქვემდებარებული, პარტიულ ვერტიკალში ჩაბმული ცენტრალური საარჩევნო კომისია?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის.

„ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. იმის ნაცვლად, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ქმნის ისეთ საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორიც სამწუხაროდ, ცესკო ვეღარ იქნება ამ ცვლილებების შემდეგ. ვხედავთ როგორ იქვემდებარებს პარტიულად. რაში სჭირდება ძალას, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში და ამბობს, რომ თურმე აქვს კონსტიტუციური მხარდაჭერა დაქვემდებარებული, პარტიულ ვერტიკალში ჩაბმული ცენტრალური საარჩევნო კომისია?! ცხადია, ეს კანონპროექტი, ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაადო ვეტო, მაგრამ ბუნებრივია, „ქართული ოცნება" უკან არ დაიხევს და ამ ვეტოს დაძლევს," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა დღეს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის "მოტივირებულ შენიშვნებზე" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება