ჩინეთის საგარეო უწყება - დარწმუნებული ვართ, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული ხელმძღვანელობით რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები განვითარებას განაგრძობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განვითარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩინეთი გამოხატავს მილოცვას ამის გამო, დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული ხელმძღვანელობით რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები განვითარებას განაგრძობს“, - ციტირებს რუსული მედია ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერს, ჩჟაო ლიცზიანს.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინი ხმების 87.31%-ით ლიდერობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება