ანრი ოხანაშვილი - სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე, ეს რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის - მან ნეიტრალურობაზე მინიმალური ტესტი ვერ ჩააბარა

დღეს არის მეხუთე ვეტო, რაც პრეზიდენტმა გამოიყენა. სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, როცა ასეთი "უსუსური პოზიციით" ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა.

„გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ დღეს არის მე-5 ვეტო, რაც პრეზიდენტმა გამოიყენაო. ნამდვილად! აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმბოლურია ის, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. სამწუხარო და ძალიან მძიმეა, როცა ასეთი უსუსური პოზიციით ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა. ეს უნდა იყოს ნამდვილად მოტივირებული და არგუმენტირებული და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით ორიენტირებული. თუ ნეიტრალურობაზე პრეტენზია აქვს პრეზიდენტს, მაშინ მინიმალურ ტესტს უნდა აბარებდეს და ეს მინიმალური ტესტი დიდი ხანია მან ვერ ჩააბარა, ვერ გადალახა ყოველგვარი ნეიტრალურობის ზღვარი. ეს სამწუხაროა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს