„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე - საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე რისკი არ არსებობს

მინდა გითხრათ, რომ საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე [რისკი] არ არსებობს, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკურმა გავლენამ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ იმოქმედა, „ჩვენ დღეისთვის არაფერი არ გვემუქრება“.

გარდა ამისა, იობაშვილის განმარტებით, საქართველოს კარგი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში საწვავის დეფიციტის შექმნის საშიშროება არ არსებობს.

„ვერ დავეთანხმები, რომ [საწვავი] შეიძლება 20 თეთრით გაიზარდოს, ვერ გაიზრდება. დღეს ჩვენ ამის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. გათანაბრებულია ფასი ევროპისა და რუსული პროდუქტისა, აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ არანაირი ფასის გაძვირების რაიმე [რისკი] არ არსებობს. უფრო მეტიც, [საწვავზე] ფასის გაძვირება არის დამოკიდებული მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე. თუ პოლიტიკურმა გავლენამ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ იმოქმედა, ჩვენ დღეისთვის არაფერი არ გვემუქრება. ამასთან, არც დეფიციტი გვემუქრება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ. საქართველოს სანავთობო ბაზარი დღეს დღეობით არის სტაბილიზირებული და ეს სტაბილიზება გაგრძელდება მანამ, სანამ რაიმე მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის გავლენა არ იმოქმედებს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გაწონასწორებულია ფასები. რუსეთს ერთ პლუსი ჰქონდა, ქართული კომპანიებისთვის ტრანსპორტირება ბევრად მისაღები იყო იმიტომ, რომ ვაგონებით მოდიოდა, კერძოდ, გარდაბანში და აღარ სჭირდებოდა იმ პროდუქტს, არც გადატვირთვა და არც რაიმე დამატებითი ხარჯები. ფაქტობრივად, ბოლო თვეებში ფასები გათანაბრებული იყო. ჩვენ დღესდღეობით არაფერი არ გვემუქრება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ შეიძლება დეფიციტი შეიქმნას, დეფიციტი არასოდეს არ შექმნილა და საქართველოში დეფიციტი არასოდეს არ შეიქმნება იმიტომ, რომ ჩვენ კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს. საქართველოში ევროპული საწვავი დღეისთვის გაჯერებულია. ყველა დიდ კომპანიას თავისი მარაგებიც კი აქვს. არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ - არ ვიყიდით ივანესგან {საწვავს} და ვიყიდით ჯორჯისგან, ევროპისგან ვიყიდით. კონკრეტული ქვეყნებია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, „რომპეტროლი“ (რუმინეთი), ბულგარეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი. საწვავს ყველა იმ ქვეყნიდან მოვიტანთ, საიდანაც იაფი დაგვიჯდება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა “კვირის“ პრესკლუბში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია