სააკაშვილი-ჯანაშიას საქმის პროკურორი - დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არარელევეანტურია, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიციას უფრო ამყარებს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ყველა მოწმე ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებას აძლევს.

როგორც ტყეშელაშვილი აღნიშნავს, დაცვის მოწმეების ჩვენებები არარელევანტურია.

„დაცვის მხარეს მოწმეები მოჰყავს, რომლებიც განსახილველ საქმეზე ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი არ არიან. მათი ჩვენებები არარელევეანტურია, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიციას უფრო ამყარებენ, ვიდრე დაცვის ხმარის პოზიციას. როგორც მოგეხესენებათ, წინა პროცესზე სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი [თემურ მღებრიშვილი] დაიკითხა, მანაც უფრო ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენება მისცა. ამის შემდეგ, დაცვის მხარემ სიცრუე გაავრცელა, თითქოს, მან ისაუბრა, რომ ხარჯები გრძელდებოდა იმავე წესით. პირიქით, აღნიშნულმა მოწმემ სრული კატეგორიულობით განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ისეთი ხარჯები, რასაც ბრალდებულებს ვედავებით - ფუფუნების, კოსმეტიკის და გახდომის, არ გაიწეოდა.

რაც შეეხება დღევანდელ მოწმეს [სიმონ ნოზაძეს], მან არაფერზე არ ისაუბრა, რაც დაცვის მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიცია უფრო მეტად გაამყარა.

ყველა მოწმე, ვინც კი იკითხება და შემდეგ პერიოდზე საუბრობს, სრული კატეგორიულობით აცხადებს, ამგვარი ხარჯები, რასაც ბრალდებულებს ვედავებით - ფუფუქნების ხარჯები - შემდეგ პერიოდში არ გაიწეოდაო“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე