ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება - ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „ვეტინგი“ იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას

დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება - ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „ვეტინგი“ იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ობიექტური გარემოება არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში "ვეტინგის" სისტემის შემოღებაზე იყოს საუბარი.

"ვეტინგთან" დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. დაუშვებელია ისეთი მოდელის შემოღება, რომელთა დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას აქვს ნათქვამი, რომ "ვეტინგის" სისტემა არის უკიდურესი ზომა და ყველაზე რადიკალური ზომა, რაც კი შეიძლება იქნეს გამოყენებული და ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში. თუ ვინმეს უნდა წარმოაჩინოს, რომ საქართველოში რაიმე ექსტრემალური სიტუაციაა და ამით ახსნას, ეს საფუძველს მოკლებულია. ამასთანავე, "ვეტინგის" შედეგებზე აქვს გამახვილებული ყურადღება ვენეციის კომისიას და აქვს ნათქვამი, რომ "ვეტინგი" იწვევს საზოგადოებაში უნდობლობის გაღრმავებას და არა ნდობას სასამართლოსადმი, საზოგადოებაში აყალიბებს განწყობას, რომ ისინი არ ენდობიან მართლმსაჯულების სისტემას, რომ ეს იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სიმართლის დადგენაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, არა რის მისაღები. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ მოდელთან დაკავშირებით ვინმემ თქვას, რომ ეს არის პოზიტიური. არავითარი საფუძველი, არავითარი ობიექტური გარემოება ამ საკითხზე სასაუბროდ საქართველოში არ არსებობს," - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება