აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ამერსფორტში ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნიდერლანდებში, ქალაქ ამერსფორტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ.

როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ქართველ ემიგრანტებს მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ დიასპორის წარმომადგენლებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სამშვიდობო, კულტურულ თუ სხვა სახის პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობის მხარდაჭერა აღუთქვეს.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი აფხაზის ნამუშევრებისა და პროექტის „აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ ფარგლებში წარმოდგენილი მასალის გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ქართული დელეგაციისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია