მიხეილ დაუშვილი - ხელისუფლება ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს - მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი თამაშით თამაშის უფლება არ მიუციათ

„ოცნება“ ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ეს ადამიანები თავიანთი ბედით კი არ თამაშობენ, არამედ ჩვენი ქვეყნით და ჩვენი მომავლით და ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკითხში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკა-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს "ქართული ოცნებისთვის" ასეთი თამაშით თამაშის უფლება არ მიუციათ.

რაც შეეხება ამერიკასთან უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ფრენებს - დაუშვილის განმარტებით, ამის მიღწევა სწორი მუშაობით შესაძლებელია.

"ამას სჭირდება ინტენსიური, სწორი მუშაობა. ეს ყველაფერი მიღწევადია სწორი მუშაობის და სწორი მმართველობის პირობებში. დღეს "ოცნება" ცდილობს, რომ ეს დააბრალოს ამერიკას. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ ამ ჭრილში. ეს ადამიანები თავიანთი თავით და ბედით კი არ თამაშობენ, არამედ ჩვენი ქვეყნით და ჩვენი მომავლით და ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკითხში, იმიტომ, რომ ასეთი თამაშით თამაშის უფლება ჩვენს მოქალაქეებს მათთვის არ მიუციათ. არ შეიძლება, მიუღებელია. ჩვენ გვითქვამს, რომ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა სწორია, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ჭრილში, ეს დიდი შედეგია და არ შეიძლება რაღაცა წუნი დაინახო, მაგრამ მეორე მხარეს რასაც ესენი აკეთებენ, რომ ჩრდილის მიყენებას ცდილობენ ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობაში, კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა დაუშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა