იენს სტოლტენბერგი - საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ, ნატო-სკენ - ამავე დროს უნდა გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.

„რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი და დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო.

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის