ვასო ურუშაძე - ანაკლიის პორტი კი არა, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რაც საქართველოს მოსახლეობას სიღარიბეს დაამარცხებინებდა

„ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დაპირება 2012 წელს გასცა, მაგრამ ვხედავთ, რომ ანაკლიის პორტი კი არა, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რაც საქართველოს მოსახლეობას სიღარიბეს დაამარცხებინებდა და მათ არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა. ამიტომ, ესეც არის წინასაარჩევნო ტყუილი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 12 წელია გვაცხოვრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მთავრობის წინასაარჩევნო კამპანია “იგივე ტყუილი იქნება, რომელშიც უკვე 12 წელია მოსახლეობას აცხოვრებენ“.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ქალაქ ლაზიკას განვითარება ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. დღეს რომ ჩვენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი ქალაქი ლაზიკა გვქონოდა, დღეს 10 000-ით ადამიანი იქნებოდა საქართველოში მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული და ადამიანებს დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან განსაკუთრებით არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა ელემენტარული სამსახურის საძიებლად. ეს არის რეალობა, რომელ რეალობაშიც 12 წელია, ივანიშვილის ხელისუფლება გვაცხოვრებს. მათ მიზანმიმართულად შექმნეს ყველანაირი წინაპირობა და გარემოება იმისა, რომ არ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, მათი მხრიდან მცდელობა და იმიტაცია იმის, რომ თითქოს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნავენ, უბრალოდ დაკავშირებულია მოახლებულ არჩევნებთან და მათი ეს მცდელობა იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, თუ რა რესურსი გააჩნია „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათი აღმშენებლობა ვნახეთ 12 წლის განმავლობაში, არც ანაკლიის პორტი აუშენებიათ, არც რკინიგზის მოდერნიზაცია დაუსრულებიათ, არც ლოჯისტიკური ცენტრები აუშენებიათ, არაფერი მათ არ გაუკეთებიათ, რაც შექმნიდა მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებს, დაამარცხებდა სიღარიბეს, ადამიანებს არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა, ვერცერთი ასეთი პროექტი ივანიშვილის მთავრობამ ვერ განახორციელა. შესაბამისად, დღევანდელი საინფორმაციო წინასაარჩევნო კამპანიაც იქნება იგივე ტყუილი, რომელ ტყუილშიც ჩვენ უკვე 12 წელია გვაცხოვრებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის