ანონსი  19 მარტი

19 მარტს, 10:30 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ქალაქი გახდა.

მის: ქუთაისი, რუსთაველის #84

საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი - 595 11 45 04

19 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

19 მარტს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე და დაგეგმილი სამომავლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას, რომელსაც პირველ ვიცე-პრემიერ, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გახსნის.

მის: აკაკი წერეთლის გამზირი 118, „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონი

19 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

19 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: მასობრივი ემიგრაცია

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

19 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

19 მარტს, 15:00 საათზე, იურიდიული ფირმა BLB-ის ოფისში, BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: გიორგი მიქაუტაძესა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება

საკონტაქტო: 598 26 19 19

19 მარტს, 17:00 საათზე, „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ „გლობალური დემოკრატიის კოალიციასთან“ თანამშრომლობით სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის გზა ევროინტეგრაციისკენ“ მართავს.

მის: 26 მაისის მოედანი 1.

საკონტაქტო: 597 51 38 51

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია