მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფრის აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და ვეტოს დავძლევთ, რომელიც ხაზარაძის პარტიის მავნებლური გეგმის შემობრუნების ბოლო, უშედეგო მცდელობაა

მტკიცებულებების დონეზე გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ თაღლითურ შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკო-ს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა, ცესკო-ს თავმჯდომარეზე მორალური თუ ფიზიკური გზით თავდასხმა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ აპირებს „ზურაბიშვილის ყველაფრის აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და ვეტოს“ დაძლევენ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, მთავრობა შეასრულებს 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„მტკიცებულებების დონეზე გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თაღლითური შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკო-ს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა, ერთი მხრივ, ცესკო-ს თავმჯდომარეზე მორალური თუ ფიზიკური გზით თავდასხმა. თუ ეს მოხერხდებოდა, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას ხაზარაძის პარტიის პოლიტ-საბჭოს წევრი შეასრულებდა. ამავდროულად, კანონმდებლობაში ამგვარი დაშვება და პრეცედენტი ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ცესკო-ს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად ჩვენ შევცვალეთ კანონი, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა, ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ვენეციის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არ არსებული პრეცედენტის დანერგავს, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია, როგორც სწორ სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას და ასვე ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფრის აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და ვეტოს დავძლევთ, რომელიც ხაზარაძის პარტიის მავნებლური გეგმის შემობრუნების ბოლო, უშედეგო მცდელობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნებს ჩაატარებს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით არჩეული დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვასრულებთ 9 დათქმიდან ერთ-ერთს. რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს იყო ერთ-ერთი დათქმა და ეს შესრულებული იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება