პეტრ პაველი - ევროპა საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას უახლოეს მომავალში შეძლებს

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროპული კომპანიები შეძლებენ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა - მათთვის და უკრაინისთვის.

„საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოებას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენი წარმოების შესაძლებლობების გაზრდას. მაგრამ უკრაინას ახლა ჭურვები სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ მოვიძიოთ საბრძოლო მასალა სადაც კი შეგვიძლია და მივაწოდოთ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვზრდით საკუთარ შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში, ევროპული კომპანიები შეძლებენ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე იმისთვის, რომ მიაწოდონ უკრაინას, თუ ისევ დასჭირდება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ უკრაინა და რუსეთი შეძლებენ შეთანხმდნენ ომის დასრულებაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს