„თიბისი“ კონცეპტის მომხმარებლებისთვის წინანდლის მამულში 1+1 შეთავაზება 14 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს

„თიბისი“ კონცეპტის მომხმარებლებს 14 აპრილის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 1+1 შეთავაზებით წინანდლის მამულის სასტუმროში, „რადისონ ქოლექშენი“.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცეპტ ასისტენტით ნომრის დაჯავშნისა და ადგილზე „თიბისი“ კონცეპტის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა დამატებით ერთი ღამე ან ერთი ოთახი.

„შეთავაზების განმავლობაში, „თიბისი“ კონცეპტი მომხმარებელს არაერთ დამატებით უპირატესობას ჰპირდება, როგორიცაა 20%-იანი ფასდაკლება ღვინის დეგუსტაციებსა და 15%-იანი ფასდაკლება სპა პროცედურებზე, ენ სემონინის სპაში.

წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა და დამსვენებლებს განტვირთვის, კულტურული სიმდიდრისა და გასტრონომიული თავგადასავლების დაუვიწყარ გამოცდილებებს სთავაზობს.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - https://link.tbc.ge/tsinandali“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია