არჩილ თალაკვაძე - ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან, რომ არჩევნები არ იყოს 6 თვეში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი - საქართველოს დღეიდან ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია ექნება, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

იმას, რასაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა და რასაც ვეტოთი ითხოვს პრეზიდენტი, ანალოგი არ ჰყავს ევროკავშირის არცერთ განვითარებულ ქვეყანაში - საქართველოს დღეიდან ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია და კანონმდებლობა ექნება, როგორიც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა ყოფილიყო დაცული და თავისუფალი პარტიების და პოლიტიკური ჩარევისგან.

“ვეტოს ჩვენ ვუპასუხებთ დღეს, პარლამენტში, მაგრამ მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რას დაადო ვეტო ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა - ვეტო დაედო იმას, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა ყოფილიყო დაცული და თავისუფალი პარტიების და პოლიტიკური ჩარევისგან; რომ არჩევნები არ იყოს ყოველ 6 თვეში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და რომ ხმები, რომელსაც თქვენ აფიქსირებთ არჩევნებზე, არანაირი მანიპულაციის სუბიექტი არ გახდეს. ეს იყო ჩვენი მიზანი რატომაც მივიღეთ კანონი, რომ საქართველოს არჩევნები მომავალში აღარასდროს გახდეს სპეკულაციის საგანი და ვერავინ გამოუცხადოს მას ბოიკოტი, საბოტაჟი და არავინ მიაყენოს ჩრდილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებს. ამისთვის მივიღეთ ეს კანონი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში საუბარი არაა იმ მოდელზე, რასაც ოპოზიცია ითხოვს”.

“არც ასეთი რეკომენდაცია არ აქვს ვენეციის კომისიას, ეს მოდელი შემოიტანეთ, რასაც ახლა რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობთ და რასაც ვეტოში ასაბუთებს სალომე ზურაბიშვილი. ვენეციის კომისიამ გვითხრა, შეთანხმდით დემოკრატიულ მოდელზე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. სწორედ ამ შეთანხმებას უთხრის ძირს რადიკალური ოპოზიცია. მათ არ უნდათ შეთანხმდნენ იმაზე, რაზე შეთანხმებულია მთელი ევროპა. არა უშავს, გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს და საქართველოს ექნება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც ევროკავშირშია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

საკითხი დღის წესრიგში ასახულია.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ვეტოზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა და მას მხარი არ დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა