შალვა პაპუაშვილი - თუ კი რამ ახსოვს ქართულ საზოგადოებას ხიდაშელისგან, არის ქართული საქმის კეთება - დავით ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი, ამ ქვეყნის პატრიოტი

თუ კი რამე საჯარო სივრცეში ქართულ საზოგადოებას ახსოვს [დავით] ხიდაშელისგან, არის ქართული საქმის კეთება. არ ვიცი, არაქართული საქმე რომელი გაუკეთებია მას? ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი და მისი ყველა ქმედებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის პატრიოტი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ხდება დავით ხიდაშელის დისკრედიტირება და კლიშირება.

„პირველი, ხდება ადამიანის დისკრედიტირება და კლიშირება, გასაგებია. მაგრამ თქვენ თვითონაც ამბობთ, რომ არაფერი არ გაქვთ იმის სათქმელად, რომ ვინმე არის პრორუსი ან რუსი. ის გახლავთ ქართველი ადამიანი, რომელმაც მათ შორის, დიდი როლი შეასრულა, რომ დავიდ გარეჯთან დაკავშირებით, მოპოვებულიყო ის რუკები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ კი რამე საჯარო სივრცეში ქართულ საზოგადოებას ახსოვს ხიდაშელისგან, არის ქართული საქმის კეთება. არ ვიცი, არაქართული საქმე რომელი გაუკეთებია მას? სიმართლე გითხრათ, თქვენგანაც კი არ მსმენია ერთის გარდა, ამბობთ, რომ რუს ბიზნესმენთან მეგობრობსო, რომელთანაც მეგობრობს ამერიკის პრეზიდენტის შვილი. თქვენ თუ ამერიკის პრეზიდენტს აბრალებთ, რომ პრორუსია, კი ბატონო, შეგიძლიათ. ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი და მისი ყველა ქმედებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის პატრიოტი ამიტომ, რაც შეეხება მის პიროვნებას. ყველა მისი საჯარო აქტივობიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ დიდი მცდელობაა, მოხდეს მისი დისკრედიტირება. რაც შეეხება იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად არის, ეს თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტი საკითხებია, ვინ იქნება მისი მრჩეველი. ამაში არც ადრე ჩავერეოდი, არც შეიძლება რამე ინფორმაცია მქონდეს და არც უნდა ვერეოდე. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ახსნა კიდეც მისი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება