პრემიერი - საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა 90-იანი წლებიდან მოყოლებული და დავალებებს ვერავინ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და პარტნიორი

პირველ რიგში, სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თავისუფალი არჩევნებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გარდა, „რა დავალება მიიღო საქართველომ ნატო-ს გენერალური მდივნისგან“.

კობახიძის განცხადებით, საქართველო მოქმედებს არა დავალებებით, არამედ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

„გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან, შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო -საქართველოს პარტნიორობას. პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ სტოლტენბერგთან", - განაცხადა კობახიძემ.

ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები.

„საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს, მზად ვართ ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ. თქვენ იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის, დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს. გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები.“,- განაცხადა კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის