ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის საქართველოს წარმომადგენლობა AACI ამერიკის ფრანშიზის მფლობელი გახდა

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის - AACI საქართველოს წარმომადგენლობა AACI-ის ფრანშიზის მფლობელი გახდა, ხოლო გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე - ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI ვიცე პრეზიდენტი.

მათი ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ასევე განთავსდა AACI-ის ვებ გვერდზეც: https://aacihealthcare.com/executive-team/

გაერთიანების ინფორმაციით, AACI-ის უკვე ჰყავს 5 სერტიფიცირებული ქართველი აუდიტი, რომლებიც ქართული კლინიკების შეფასებას ახორციელებენ.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, 2024 წლის მარტის თვიდან AACI-ის საქართველოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების სფერო ვრცელდება ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებზეც. ხოლო, ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან AACI ამერიკის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული აკრედიტაციის პროცესში.

„2024 წლის 21 მარტს, თბილისში გაიმართება AACI-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის კრესიმერ პალისკას შეხვედრა ქართველ აუდიტებთან, სადაც განიხილავენ საქართველოში აკრედიტაციის პროცესის მიმდინარეობას.

AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. თითქმის ყველა მათგანში უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება და კლინიკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები AACI-ის სტანდარტების დასანერგად. მიმდინარეობს ინტენსიური ტრენინგები და საორიენტაციო შეხვედრები, რათა კლინიკების აკრედიტაციის პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდეს.

როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება