Bloomberg - ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გამოყენების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა

ევროკავშირმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინა ივლისიდან რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებით მოგების მიღებას დაიწყებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წინადადება, რომელიც ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს, ითვალისწინებს რუსეთის ცენტრალური ბანკის „იმობილიზირებული“ რეზერვებით გამომუშავებულ მოგებაზე გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადის დაწესებას, რისი მიზანიცაა წელიწადში დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს უკრაინაში იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის გაზრდის მიზნით გამოყენება.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივების, ძირითადად ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის სახით, იმობილიზაციაა განახორციელეს. აქედან ორ მესამედზე მეტი დაბლოკილია ევროკავშირში. ევროკავშირის წინადადებით, 15 თებერვლიდან გამომუშავებული შემოსავლების წილი გადაეცემა ევროკავშირს წელიწადში ორჯერ სანქციების გაუქმებამდე. თანხები თავდაპირველად გადაირიცხება ევროპის მშვიდობის ფონდში და ასევე ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის ფონდში. მოგების ნაწილი დარჩება ცენტრალურ დეპოზიტარებში, რომლებიც შეინახავენ რეზერვებს აქტივების მართვის ხარჯების და ნებისმიერი რისკის დასაფარად, მათ შორის, რუსეთის მხრიდან პოტენციური საპასუხო ზომის ჩათვლით. შესაბამისი ხარჯები და კორპორაციული გადასახადი ასევე გამოიქვითება შემოსავლებიდან მათ გადაცემამდე. ზოგიერთი შეფასებით, ეს, წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიარდ ევროს ოდენობის წმინდა მოგებას დატოვებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თანხების უმეტესი ნაწილი გაყინულია ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის Euroclear-ის მეშვეობით, სადაც შარშან, დაახლოებით, 4.4 მილიარდი ევროს ოდენობის მოგება გამოიმუშავეს. ამასთან, წინადადების თანახმად, წარსულში მიღებული მოგება დროებით შენარჩუნდება, სანამ ევროკავშირში არ გადაირიცხება არაუადრეს ხუთი წლის შემდეგ.

წინადადებას ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ. წინადადების დამტკიცებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია