მიხეილ სარჯველაძემ სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე - სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სოციალური მუშაკები უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია