Politico - ივნისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ევროკავშირს გაფართოების შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს

ივნისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ევროკავშირს გაფართოების შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის გაფართოების შესახებ საუბრის მინიმუმამდე დაყვანის მიზეზს ევროპელი ფერმერების პროტესტი წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები ფერმერების დასამშვიდებლად დათმობებზე მიდიან.

„მოდით, ვიყოთ გულახდილები: ევროპის არჩევნებამდე ამის (გაფართოების) შესახებ საუბარი არავის სურს“, - განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ მათ ურჩევნიათ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ინტეგრაციასთან დაკავშირებით მუშაობა დახურულ კარს მიღმა გააგრძელონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს