საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიისთვის  მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიისთვის მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 30 მარტიდან - 11 მაისს ჩათვლით გაგრძელდება და შაბათობით, 2 აკადემიური საათის განმავლობაში ჩატარდება, მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 9-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაცია 2024 წლის 25 მარტს დასრულდება, მსურველებმა განაცხადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.mikelashvili@gtu.ge უნდა გააგზავნონ.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების დეკანის, პროფესორის რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი” არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვანი უნარებს უმუშავებს, რაც პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარებათ. სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები წაუკითხავენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პროექტს უკვე 6 წელია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატეს. პანდემიის გამო პროექტი გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო. 2023 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და გვერდით დგომით, განვაახლეთ პროექტი, რისთვისაც მას დიდი მადლობა. სასიხარულოა, რომ სკოლის მოსწავლეებში პროექტი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. წარმატებები მინდა ვუსურვო “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის” დამაარსებელს, პროფესორ მერაბ მიქელაშვილს და მის მომავალ მოსწავლეებს”, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

სტუ-ს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ 2018 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციებს ატარებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მეწარმეობა; მენეჯმენტი; მარკეტინგი; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; გუნდურობა; ლიდერობა; კომუნიკაბელურობა; კრეატიულობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება; ეტიკეტი და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია 11 მაისს დასრულდება. ფაკულტეტი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს. მოსწავლეები შთაბეჭდილებების წიგნში თავიანთ მოსაზრებებს ჩაწერენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის