რატი იონათამიშვილი - ჩვენი მკაფიო, სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება

ბოლო პერიოდი ურეიტინგო „ენჯეოებისგან“ და პარტიებისგან აქტიურად გვესმის „ვეტინგზე“ საუბარი. რაც შემთხვევითი არ არის. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ „ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას და ეს ქვეყნის სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ქართული სასამართლოს მიტაცებას ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ემსახურებიან დონორების და არა ქართული საზოგადოების ინტერესებს.

„ესენი არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც 2020 წლის არჩევნებზე გააყალბეს „პივიტი“, 2022 წლის აქციებზე მოითხოვდნენ ტექნიკური დროებითი მთავრობის შექმნას. ესენი არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც მაშინ როდესაც ჩვენთვის ევროკავშირს უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი, ანგარიშს ანგარიშზე წერდნენ და ფაქტობრივად ევროპულ სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებდნენ, რომ საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. ასევე, ეს არის ის პარტია, რომელსაც დღეს რეალური მმართველი ჰყავს „მისტერ ოფშორის“ ანუ კეზერაშვილის სახით, რომელიც ქართული მართლმსაჯულების მიერ არის მსჯავრდადებული. ესენი არიან ის კრებითი ადამიანები, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრობით კი არ მოქმედებენ, არამედ ცდილობენ ყველანაირად ჩირქი მოცხონ და ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოებაში იზრდება.

„ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიცია არის, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება. ქართულმა სასამართლოებმა არაერთხელ წარმატებით ჩააბარეს სტრასბურგის სასამართლოს ტესტი. ჩვენი სასამართლო საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებში მოწინავე პოზიციას იკავებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია