დიმიტრი ხუნდაძე - აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და გაწეულ დახმარებას საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს - გარე დაფინანსებები ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება

აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, გაწეულ დახმარებას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება.

„მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, საქართველო უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს.

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს მე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, ის, რა განცხადებებიც დღეს კეთდება.

ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია, მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა