აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ამსტერდამში საკვირაო სკოლა მოინახულეს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ამსტერდამში მდებარე საკვირაო სკოლა „სიხარული“ მოინახულეს, სადაც ქართველი ემიგრანტები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას გაესვა ხაზი.

„აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სკოლას აფხაზეთის თემატიკის წიგნები, ქართული ლიტერატურა და სპეციფიკური გზამკვლევები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში, რუსლან აბაშიძე და გიორგი გაბედავა ამსტერდამის ჯვართამაღლების ქართულ ეკლესიაში საკვირაო წირვას დაესწრნენ.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს