მამუკა მდინარაძე - არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული - ხალხმა იმისთვის არ იბრძოლა, რომ ვიღაცამ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ

პირდაპირ ვამბობთ, ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცესკოს ფორმირების წესზე პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების“ განხილვისას განაცხადა.

მდინარაძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ფარგლებში შეთავაზებული ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი “ევროპაში არსად არ არის და გინდა თუ არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ“.

“ჩვენ შევძელით და იმ ზომაზე დავდექით, გაბედულობის იმ ხარისხს მივაღწიეთ, რომ ვამბობთ: - ქართული სუვერენიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ... აქ ზის ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც დღე და ღამ იბრძოდა, ქუჩაში იყო, დასდევდნენ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები - მაგალითად, კომკავშირელი ხაზარაძე, მერე თაღლითი რომ გახდა... აგერ არის თენგო შარმანაშვილი ეროვნული მოძრაობიდან - ამ ხალხმა იმისთვის არ იბრძოლა, რომ ვიღაცამ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ! მათ იმისთვის იბრძოლეს, რომ აქამდე მოვსულიყავით.

დღეს ყველას თამამად ვეუბნებით, რომ თანასწორად, პარტნიორულად ველაპარაკოთ და რაც არ არის არსად, ჩვენ მის მიღებას ნუ დაგვაძალებთ - ეს არის სწორი და სამართლებრივადაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესატყვისი“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება