დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს მისწრაფებები კავკასიაში ყოფნა გაამყაროს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს - საეჭვოა, რეგიონში სტაბილურობის გაზრდა შეძლოს

ნატო-ს მცდელობები კავკასიაში გავლენა გაზარდოს, რეგიონის სტაბილურობას არ გაზრდის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ნატო-ს მცდელობები, რომ წარმომადგენლობა გაზარდოს კავკასიაში “შეუიარაღებელი თვალით ჩანს”, რაც რეგიონში ვითარების სტაბილურობას ან პროგნოზირებადობას არ გაზრდის.

“ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში თავისი ყოფნა გაამყაროს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ასევე, არსებობს გაგება, რომ თავად ნატოს მცდელობებს, რამენაირად გაზარდოს თავისი გავლენა და წარმომადგენლობა, საეჭვოა, შეეძლოს კავკასიაში სტაბილურობის ან ვითარების პროგნოზირებადობის გაზრდა”, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის თქმით, კავკასიის ქვეყნებს მსგავსი კონტაქტებისთვის “სუვერენული უფლება” გააჩნიათ.

“რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ძირითადად ვაპირებთ ორიენტაცია ვიქონიოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას რეგიონის ქვეყნებთან გააჩნია”, - განაცხადა პესკოვმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს