ბექა ლილუაშვილი - რამდენიმე საათში ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლის ქვეგანყოფილებად გახდის და ტოტალურად დაიქვემდებარებს ცესკოს

სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, რამდენიმე საათში ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლის ქვეგანყოფილებად გახდის და ცესკოს ტოტალურად დაიქვემდებარებს - ეს არის “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანი! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, “პანიკური შიშებით მართული ხელისუფლება ნებისმიერ ფასად მზად არის იმისთვის, რომ ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.

“პარადოქსია, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტს ვენეციის კომისიაში შესაფასებლად აგზავნი და მერე შეფასებებს არ ითვალისწინებ.

პარადოქსია, როდესაც არგუმენტად ოპოზიციის კვოტით დანიშნული მოადგილესთან დაკავშირებით რაღაც საფრთხეები მოგყავს და აინიცირებ კანონის პროექტს, რომელიც მიმართულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრულად დაქვემდებარებისკენ.

მთავარი პარადოქსი არის ის, რომ შეუძლებელია და საღ აზრს ეწინააღმდეგება, ხელისუფლება ამბობდეს, რომ მას აქვს 60%-იანი მხარდაჭერა და მეორეს მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ ინსტიტუცია სრულად დაიქვემდებაროს და არჩევნების გაყალბებისკენ მიმართული ნაბიჯების მთავარ ინსტრუმენტად აქციოს.

ეს ქმედება ერთი წინადადებით შეიძლება შეფასდეს - პანიკური შიშებით მართული ხელისუფლება უკვე ნებისმიერ ფასად მზად არის იმისთვის, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.

საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ ყოფნის პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად დამარცხდეს და გადასულია მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევის სტრატეგიაზე - ამისთვის აკეთებს ყველაფერს!“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის