ანონსი  20 მარტი

20 მარტს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ტყუილები დავით ხიდაშელზე - რატომ იცავს „ოცნება“ რუს ოლიგარქს“.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

20 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

20 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

20 მარტს, 13:30 საათზე, საგანმანათლებლო პლატფორმის „ვიკიპეტი“ ორგანიზებით, ქვეყანაში მოქმედი კინოლოგიური და ფელინოლოგიური სფეროს, ასევე, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.

თემა: შეხვედრის მიზანია, შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა გაფართოებულ ფორმატში და ერთობლივი გადაწყვეტილებით, შემდგომი ნაბიჯებისა და დღის წესრიგის განსაზღვრა.

მის: გუდიაშვილის ქ.N5.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა.

20 მარტს, 15:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან, სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, ასევე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ომში დაღუპული ჟურნალისტების ოჯახის წევრები.

მის: გიორგი გურამიშვილის 12ა

საკონტაქტო: 599 42 43 66

20 მარტს, 15:00 საათზე, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში“ ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული თემატური დისკუსია გაიმართება.

შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს სტარტეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი, დავით კაპანაძე და გენერალ-მაიორი, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთოების მიმართულების დირექტორი, ვახტანგ კაპანაძე.

მის: ახალციხე, თამარ მეფის ქუჩა 6ა, ახალციხის ამერიკულ კუთხეში.

საკონტაქტო: მარიამ კარიაული - 599 770 261

20 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, რუსთავში ახალ, მრავალფუნქციურ სპორტულ კოპლექსს გახსნის.

მის: რუსთავი, დავით აღმაშენებლის ქუჩა 15 - რაგბის სტადიონის გვერდით

20 მარტს, 17:00 საათზე, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" ოფისში გაიმართება ბრიფინგი.

თემა: “ოცნების” მხილება: როგორ ცდილობს კალაძე, გადაფაროს საკუთარი სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი".

მის: ბელიაშვილის 68

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა