არჩილ თალაკვაძე - ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს

არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ამბობს ერთს და მეორეს - აკეთებს.

„ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც საქართველოს აქვს და მომავალში ექნება კიდევ უფრო სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეების მეტი ნდობით აღჭურვილი ადმინისტრაცია და რაც მთავარია - გამოირიცხება ყველა პოლიტიკური სპეკულაცია, რაც მანამდე იყო ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე. მოდი, ვნახოთ ვინ გვესაუბრება საარჩევნო ადმინისტრაციაზე? გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირეს არც ერთ პროგრესულ და დემოკრატიულ რეფორმას. სამაგიეროდ, ზუსტად ამ რეფორმების დამსახურებით არიან დღეს პარლამენტში წარმოდგენილი. ამ რეფორმების დამსახურებით ამ ოპოზიციიდან თითოეული დაფინანსებას იღებენ, ამ რეფორმების დამსახურებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო ეთერებზე აქვთ წვდომა და რეფორმების დამსახურებით დღეს პარლამენტი პოლიტიკურად უფრო პლურალისტულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თქვენ ხართ ოპოზიცია, რომლებიც აპროტესტებდით 5%-იან ბარიერს და თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ჩვენ 43%-იან ბარიერს გვიწესებდით. თქვენ თვითონ არ გინდათ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და როდესაც იყო პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩვენთვის გინდოდათ 43%-ის დაწესება, მაშინ როდესაც ამტკიცებდით, რომ თუ პარტია 43%-ს არ გადალახავს, მას უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღოსო. ეს ოპოზიცია ხართ თქვენ -ორმაგი სტანდარტების გამტარებელი და დღესაც რასაც საუბრობდით, პირდაპირ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში