გიორგი მსხილაძე სააკაშვილის საქმეზე - გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მასალებს „გრიფით საიდუმლო“ მოხსნას - უნდა მიმართოთ საქართველოს მთავრობას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, იურიდიულად უშიშროების საბჭოს მონაცვლე 2013 წლიდან საქართველოს მთავრობაა, შესაბამისად, „გრიფით საიდუმლო“ მასალებთან დაკავშირებით უნდა მიმართონ მთავრობას.

ამით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.

„პრეზიდენტის მიმართ ბოლო დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მან მოხსნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გრიფით “საიდუმლო” მასალებს. ეროვნული უშიშროების საბჭო 2013 წლიდან არ ფუნქციონირებს და მისი იურიდიული უფლება მონაცვლე გახლავთ საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში შენახული დოკუმენტაცია ინახება საქართველოს მთავრობაში, შესაბამისად, ყველა დოკუმენტაციის გასაიდუმლოებაზე უნდა მიმართოთ საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა მსხილაძემ.

ინფორმაციისათვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმე უწოდა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გრიფით "საიდუმლო" მოხსნას ხარჯებს, რომელიც ამ პროცესს მყისიერად დაასრულებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის